ჩემო მონატრებულო მამა.
დრო თავისი გზით წავიდა ისევ,
დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის…
ვიცი,ხანდახან გიმძიმს ძალიან..
ამოიხვნეშებ წამით…
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე,მამი…
მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ…
მამაჩემის იერით,
მამაჩემის სახით,
კაი კაცის კაცობა,
შუბლზე ძარღვად დამდის…
ჩემს მაჯებში ჩქეფს და
ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს,
ადათი და წესი –
მამაჩემს რომ მოჰგავს…
ღმერთს ვთხოვ – დიდხანს იყოს,
ღიღინებდეს მთვრალი,
მუდამ ქონდეს სხვისი –
სიყვარულის თავი…
სად ხარ? უშენო წამები მაციებს,ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,ღმერთო,რამდენია?თითებს ცხელი სუნთქვით აქ არავინ არ მითბობს,სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ? მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ !შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს
მა,შენს მონატრებას ვერსადდავემალე აღარსად გამიშვა!!
იცი? არის წუთები, როცა გინდა არ იფიქრო და მაინც ფიქრობ...
გინდა არ გტკიოდეს და მაინც გტკივა,
გინდა გაიცინო და მაინც ტირი...
როცა ხვდები რომ ცხოვრება უაზრობაა და
არ გინდა სიცოცხლე და მაინც ცოცხლობ...
იცი?მინდა ახლა ჩემს გვერდით იჯდე, თუნდაც არაფერი მითხრა,
გიყურებდე და უსიტყვოდ ვსაუბროდებდეთ ერთად დიდ ხანს ...
რა გითხრა? რომ ძალიან მჭირდები?!
ეს ხომ შენ ისედაც იცი...
საოცრად მომეძალა შენზე ფიქრები,
რომ იცოდე რა უზომოდ მენატრები.